“თიბისი” ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მუქარის წერილი გიორგი გახარიამ გაუგზავნა, შს მინისტრმა განცხადება გააკეთა.
“ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. მე წერილებს არ ვწერ. მე პირადად ვსაუბრობ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს შანტაჟის ენით საუბარი. ყველას მოიწევს პასუხი აგოს, თავის ვალდებულებებზე და სიტყვებზე. სხვა ყველაფერი არის ტყუილი!”, – განაცხადა გახარიამ.