ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თაკო ჩარკვიანის პარტიას „კანონი და სამართალის“ წევრი გახდა. ინფორმაცია „2020NEWS“-ს მიხეილ რამიშვილმა თავად დაუდასტურა.
„პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება ნამდვილად არ გამჭირვებია, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს. აღარ არის იმის დრო, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყნის რიგებში იყოს, როგორც ეს ბოლო 25 წლის განმავლობაშია.
ეს ქვეყანა უნდა განვითარდეს და ისეთი სიტუაცია უნდა იყოს, რომ ხალხი ქვეყნიდან გაქცევაზე არ ფიქრობდეს “, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
რამიშვილი ჯერჯერობით არ საუბრობს, რატომ გააკეთა არჩევანი თაკო ჩარკვიანის პარტიაზე. ადვოკატის თქმით, საზოგადოებას უახლოეს დღეებში დეტალურად აუხსნის, თუ როგორ ხედავს ქვეყნის განვითარებას.
შეგახსენებთ, მიხეილ რამიშვილი ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული საქმის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატია. გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქომ შესაძლოა, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს.