საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა

საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა

საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა. “ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი უმრავლესობის შემადგენლობიდან დუპუტატების გასვლის შედეგად დაკარგა.

უფრო კონკრეტულად, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობა იმ შემთხვევაში ფორმირდება, თუკი უმცირესობაში უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტი ერთიანდება. მე-9 მოწვევის პარლამენტში უმცირესობა 20-დეპუტატისგან შემდგარი “ევროპული საქართველოს“ წევრებით იყო წარმოდგენილი.

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლამდე, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ სულ 14 დეპუტატი იყო. ამ რიგებს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟოროლიანი და მირიან წიკლაური შეემატნენ. შედეგად, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ 41 დეპუტატი აღმოჩნდა. ამ გადაადგილების შედეგად კი, “ევროპული საქართველოს“ უმცირესობის დაშლა გამოიწვია. უმცირესობის ლიდერის თანამდებობას კარგავს დავით ბაქრაძე.