გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობა დატოვეს და “საქართველოს პატრიოტებს” შეუერთდნენ

გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობა დატოვეს და “საქართველოს პატრიოტებს” შეუერთდნენ

დეპუტატმა გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები” დატოვა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ის პარლამენტში, მირიან წიკლაურთან ერთად “პატრიოტების” ფრაქციაში გააგრძელებს მუშაობს. – ამის შესახებ ჟორჟოლიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, “პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

“მოხარული ვარ, რომ ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ ბატონები გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური. ყოველთვის ვაფასებდი ამ ადამიანებს და მიხარია, რომ ამიერიდან მოგვეცემა საშუალება ვიმოქმედოთ, როგორც ერთი ფრაქციის წევრებმა, როგორც თანამოაზრეებმა და თანამებრძოლებმა,- მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში”, – წერს ირმა ინაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.

სოციალისტი ძალიან კარგი! 20 თაღლითი, წევრების არმყოლი პარტია სად არის?! )))
6 წლის უკან