“5 000 დან 500 კაცს რომ ვერ შეკრებთ თქვენზე პოსტის წერაც მეზარება. პკ.”

“5 000 დან 500 კაცს რომ ვერ შეკრებთ თქვენზე პოსტის წერაც მეზარება. პკ.”

იტალიაში, კერძოდ, რომში “ერთად სახლშის” მიერ ორგანიზებულ ქართველების შეკრებას, ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც სიგუამ სოციალურ ქსელში დაწერა,  მიხეილ სააკაშვილმა იმდენად მცირე აუდიტორია შეკრიბა, აღნიშნულ თემაზე წერაც კი ეზარება.

“რომში 5 000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, ჰოდა ბოდიში სიგუას-სააკაშვილთან, მაგრამ 5000 დან 500 კაცს რო ვერ შეკრებთ თქვენზე პოსტის წერაც მეზარება. პკ” – წერს ლაშა მესხი “ფეისბუქის” გვერდზე.

რომში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველი ემიგრანტების ნაწილს შეხვდა, ნაწილი კი დარბაზში სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, რეგისტრაციის გავლის მიუხედავად არ შეუშვეს.

ემიგრანტების ნაწილმა საპროტესტო აქციაც გამართა და სააკაშვილის ტურნე გააპროტესტა. მედიისთვის ამ შეხვედრაზე, ლიეჟის მსგავსად, შეზღუდვები იყო დაწესებული. შეხვედრაზე ასევე არ შეუშვეს აკრედიტებული ჟურნალისტებიც, კერძოდ, დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყდა, რომ შეხვედრას მხოლოდ ოპერატორები დაესწრებოდნენ.

თავდაპირველად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე დასწრებასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის კითხვების დასმას შეძლებდნენ, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ შეხვედრაზე დასწრებას ვეღარ შეძლებდნენ. ამის მიზეზად სიგუამ სასტუმროს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დაასახელა, რომელმაც თქვა, რომ შენობაში შესვლაზე შეზღუდვები დაწესდა.