"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსანი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "ფეისბუქის" გვერდზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის შესახებ უმწვავეს პოსტს აქვეყნებს. გვარამია რეპლიკის სახით წერს, რომ დღევანდელი მმართველობის გამო, "სააკაშვილი მოსაკლავია", თუმცა, არ აკონკრეტებს, რა მიმართულბით ხედავს, მის დანაშაულებრივ წვლილს.
"აი, მართლა უნდა მოკლა სააკაშვილი. ეს ვინ დაგვასვა თავზე. ზუსტად, სააკაშვილი უნდა მოკლა. არ შემშლია" - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.