"ასე მიულოცეთ დედებს დედის დღე?" - გარდაცვლილი ბიჭები დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ

3 მარტს, გვიან ღამით ტრაგედია დატრიალდა წავ­კი­სი-თბი­ლი­სის გზა­ზე, სადაც მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას სამი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ავა­რი­ის შე­დე­გად, მან­ქა­ნა­ში მსხდო­მი 18, 20 და 23 წლის ბიჭები ად­გილ­ზე დაიღუპნენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან გი­ორ­გი თა­თა­რაშ­ვი­ლი, გაგა ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ია­შა­ღაშ­ვი­ლი. ისი­ნი მუსიკალური ჯგუ­ფის "ემიგ­რან­ტე­ბის ლა­ზა­თის" წევ­რე­ბი იყ­ვნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 18, 20 და 23 წლის ბიჭები დაბადების დღიდან თბილისში ბრუნდებოდნენ...

"3 მარტი 3 გარდაცვლილი ასე მიულოცეთ დედებს დედის დღე? გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები თქვენი დედებისთვის? ასეთ ვაჟკაცებს მიწაში რომ ჩადებს, ის დედა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდო..." - წერს ორგანიზაცია "ემიგრანტის იმედის" ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე.