"დიმა, ხიე ერთი მაგას, ხიე რაა"- ადა მარშანია გიგა ბოკერიაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა, ერთმანეთს ადა მარშანია და გიგა ბოკერია დაუპირსპირდნენ. ადა მარშანიამ გიგა ბოკერიასთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.

„დიმა, ხიე ერთი მაგას, ხიე რაა"- ამ სიტყვებით, რომელიც გიგა ბოკერიას მისამართით იყო მიმართული, ადა მარშანიამ დიმიტრი ცქიტიშვილს მიმართა. ამასთან, მან გიგა ბოკერიასთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.

„ როგორ ალაპარაკებთ ამ სადისტს, რომელიც ზის აქ და დემოკრატიაზე ლექციებს გვიკითხავს"- აცხადებდა ადა მარშანია.

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს უსმენენ. სხდომაზე დაძაბულობა კომიტეტის სხდომის დახურვის თაობაზე საკითხმა გამოიწვია. ბოკერია მოითხოვდა, რომ სხდომის მხოლოდ ის ნაწილი დახურულიყო, სადაც ზურაბ აბაშიძეს ღია ფორმატში კითხვებზე პასუხების გაცემა არ შეეძლო, დანარჩენი კი ღია ყოფილიყო, რადგან ქართულ საზოგადოებას ჰქონოდა ინფორმაცია, რა მოლაპარაკებებს აწარმოებს ოფიციალური თბილისი მოსკოვთან. თავის მხრივ, დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრება იყო, რომ სხდომა დახურულიყო, რადგან კონსტრუქციულ ფორმატში ემსჯელათ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე.