გაჩერებული ბანკის პირობებში , როგორ მოხდა 17 მილიონი ბანკიდან სესხის გაცემა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გარეშე?
ამ კითხვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძეს მიმართა.
,, როცა ვსაუბრობთ 17 მილიონიან ვალზე , ჩვენ მოვისმინეთ რომ ეს ვალდებულება შემდგომ უკვე სუფთა პროცედურულად რომ ვისაუბროთ ,ასე ვთქვათ ოფშორული კომპანიის მიერ იქნა წაღებული, ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოვისმინეთ ბატონო მამუკა თქვენგან განმარტება. ამ საკითხზე რომ გვესაუბროთ ცოტა დეტალურად და იქვე გვითხრათ,რომ ამხელა ვალდებულება 17 მილიონიანი ვალდებულება მაშინ,როდესაც თიბისი ბანკი კარგად იცავს ყველა წესს ,რაც ეროვნული ბანკის მიერაა დადგენილი კანონმდებლობით არის ბუნებრივია გათვალისწინებული . როგორ ხდება ისე,რომ გადის ხანდაზმულობის ვადა 17 მილიონის მოთხოვნის? საბანკო სექტორი არის ძალიან მგრძნობიარე ესეთი საკითხების მიმართ და როგორ ხდება ის ,რომ როდესაც ამდენი მილიონიანი ვალი არსებობს ვალდებულების შესრულების კანონმდებლობით დადგენილი ვადა გადის და მხოლოდ შემდგომ ყოველგვარი ასე ვთქვათ რეაგირების ,შესაბამისი რეაგირების გარეშე და კიდევ ერთი საკითხი, თქვენ ბრძანეთ,რომ სამეთვალყურეო თავმჯდოამრის კონკრეტული მოვალეობები გაქვთ და ეს გასაგებია კანონმდებლობით არის გაწერილი, რომ 2007 წელს ამ მოვლენების შემდგომ,როდესაც კაპიტალთან ადეკვატურობის თემა დაირღვა ფაქტიურად ბანკი იყო გაჩერებული, ასევე ახსენეთ,რომ იმ კომპანიებს,რომლებსაც ჰქონდათ ვალდებულება თქვენს მიმართ,რომლებმაც აიღეს ეს ვალი,ჰქონდათ სხვა ვალდებულებებიც ,ამიტომ ბანკმა ვერ გააკონტროლა ის გაცდა თუ არა ეს კომპანია ლიმიტებს. კითხვა მაქვს ესეთი, ფაქტიურად გაჩერებული ბანკის პირობებში ,როგორც თქვენ თქვით , 17 მილიონი ბანკის სესხი რომ გადის ,ეს როგორ მოხდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არის გარეშე, რანაირად განხორციელდა ეს, როგორ გაიგეთ ეს შემდგომ ? და თუკი 17 მილიონიან ვალთან მიმართებაში ადეკვატურად ... სხვა სესხებთან მიმართებაში, რომელიც „სამგორი ალკოს" და ბატონი წერეთლის სხვა კომპანიებს ააქვთ , ბანკი იქცეოდა ძალიან ადეკვატურად ,მათ მომსახურების კუთხით, რატომ მოხვდა ეს 17 მილიონი განსხვავებულ რეჟიმში?