საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე „თი-ბი-სი“ ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მას და ბადრი ჯაფარიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აშანტაჟებნენ. „ეროვნული ბანკი, პრაქტიკულად, შემიძლია გითხრათ, რომ მაშანტაჟებდა, გვაშანტაჟებდა მე და ბადრის (ბადრი ჯაფარიძე – რედ.). მისი პრეზიდენტის და მისი თქვენს მიერ ახლად არჩეული ვიცე–პრეზიდენტის მხრიდან“.- აცხადებს ხაზარაძე
მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა „თი-ბი-სი“ ჯერ - 10 000 ლარით, შემდეგ კი მილიონი ლარით დააჯარიმა. მათ მოითხოვეს ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბანკიდან წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი თავად მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის შეხვდა სების პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს და გადადგომაზე თანხმობა განუცხადა, რი შემდეგაც ,გვენეტაძემ საბჭოდან წასვლაც მოსთხოვა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში “თიბისი ბანკის“ აქციონერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ