Gallup-ის ეროვნული ჯანდაცვისა და კეთილდღეობის ინდექსის თანხმად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან 10 ყველაზე ბედნიერი და ჯანმრთელი შტატი დასახელდა. კვლევაში, რომელიც 2018 წელს ჩატარდა, ამერიკის 50 შტატიდან 115,000 ზრდასრული მონაწილეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.
Gალლუპ-ის თითოეული ინდექსი დაფუძნებულია იმაზე, თუ რამდენად კმაყოფილები ადამიანები არიან თავიანთი კარიერის, სოციალური ცხოვრების, საზოგადოების შესახებ, ასევე საკუთარი ფინანსური უსაფრთხოებისა და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ. შეფასება ჯამში 100-ქულიანია.
შედეგად ამერიკის 10 ყველაზე ბედნიერი შტატია:
ჰავაი (64.6 ქულა);
უაიომინგი (63.9 ქულა);
ალასკა (63.9 ქულა);
მონტანა (63.5 ქულა);
უტა (63.4 ქულა);
კოლორადო (63.4 ქულა);
ვერმონტი (63.3 ქულა);
დელავერი (62.9 ქულა);
სამხრეთ დაკოტა (62.7 ქულა);
ჩრდილოეთ დაკოტა (62.7 ქულა).