ცოტახნის წინ მამუკა ხაზარაძემ, საფინანსო საკომიტეტო ბიუჯეტის სხდომაზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მან ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, სადაც მას განადგურებით ემუქრებოდნენ. ხაზარაძეს მაღალჩინოსანი არ დაუსახელებია. ხაზარაძე ამბობს, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებს და ბოლომდე მიიყვანს. ის სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნასაც მოითხოვს.
"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც მუქარით, პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე,... „მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ, ამიტომ ახლა მე გეტყვით, ბოლოს დასკვნაში, როგორ მინდა გთხოვოთ, რომ ეს პროცესი წავიდეს. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება რაც მოხდა... მე გავაგრძელებ დავას ეროვნული ბანკისა და პროკურატურის წინააღმდეგ. მე გავაგრძელებ დავას საქართველოში და მის ფარლგებს გარეთ, იმიტომ რომ, ეს სცილდება ყოველგვარ ნორმას, ზღვარს და ა.შ. საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოსული იყო ძალიან ბევრი დელეგაცია. არ დარჩენილა არც ერთი ევროპელი ელჩი და ბანკის პირველი ან მეორე პირები, რომლებიც არ ჩამოვიდნენ, ცალ-ცალკე არ შეხვდნენ მთავრობას და ეროვნულ ბანკს და ეუბნებოდნენ, რომ ასეთი მიმართულებით ამ საქმით განვითარება არ შეიძლება. ეუბნებოდნენ, რომ ანაკლიას ჩვენ ამ ფორმატში ხელს ვერ მოვაწერთ. მე დაგანახეთ, რომ არც ბანკს ვეფარები და არც ანაკლიას. მე გადავდექი, რომ ბანკი მძიმე მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა, მაგრამ როგორც მიდის ახლა პროცესები და თქვენ იცით, რომ ბანკის მიერ ყველა შესწავლა დამთავრდა, 6 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაის-ივნისის თვეში. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობით ამ სიტუაციაში მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა. არ მინდა, გამიგოთ, რომ ამას ვიყენებ რაიმე თავდაცვის მექანიზმად. მე მინდოდა, მთლიანი სურათი მეჩვენებინა თქვენთვის.