ღმერთი საღამოობით ტელევიზორს რომ ჩართავს, ქართველების ტინგიცობით იღებს განტვირთვას

ღმერთი საღამოობით ტელევიზორს რომ ჩართავს, ქართველების ტინგიცობით იღებს განტვირთვას

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის ამერიკულმა ვიზიტმა ღმერთის გასართობი აღმოაჩენინა.

"მეუფე იაკობი ყოფილა ჭეშმარიტი მემკვიდრე და გამგრძელებელი სულხან-საბა ორბელიანის დაწყებული საქმისა. ქვეყნის საგარეო ინტერესებზე დამაშვრალმა აგერ უკვე მეათე წყვილი ქალამანი გაცვითა ვაშინგტონში სიარულით. როგორ აქამდე არავის არ მოგვივიდა თავში ეს გენიალური აზრი: როცა მიგვიღებთ ნატოში მაშინ ვაღიარებთ უკრაინის ავტოკეფალიასო. ესე მგონია, საღამოობით, ღმერთი კაცობრიობის ცოდვებისაგან გადაღლილი რომ ჩამოჯდება დასასვენებლად, ტელევიზორში საქართველოს ახალ ამბებს ჩართავს ხოლმე და ჩვენი ტინგიცობით იღებს განტვირთვას. პ.ს. დედის დღეს ვულოცავ დედებს", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუე იაკობი აცხადებს, რომ რუსეთისგან დიდი რისკი არსებობს იმის, რომ ქართული მხარის მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ, ამას რუსეთის მხრიდან გარკვეული ნაბიჯი მოჰყვეს, რამაც აფხაზეთის ეკლესიის მიერთება განაპირობოს.