დაპატიმრების მუქარის მიუხედავად ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდება

დაპატიმრების მუქარის მიუხედავად ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდება

დაპატიმრების მუქარის მიუხედავად ხუან გუაიდო სამშობლოში მაინც დაბრუნდება. ამის შესახებ მან ბრაზილიაში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

22 თებერვალს ნაციონალური ასამბლეის ხელმძღვანელი კოლუმბიის სასაზღვრო ქალაქში ჩავიდა, სადაც ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტია გახსნილი.

მანამდე მას ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის დატოვება აუკრძალა, ნაციონალურმა ასამლეამ კი, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, გუაიდოს საზღვარგარეთ წასვლის უფლება მისცა.

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.