საუდის არაბეთმა ოსამა ბინ ლადენის შვილს მოქალაქეობა ჩამოართვა

საუდის არაბეთმა ოსამა ბინ ლადენის შვილს მოქალაქეობა ჩამოართვა

საუდის არაბეთმა ოსამა ბინ ლადენის შვილს, ჰამზა ბინ ლადენს მოქალაქეობა ჩამოართვა წერს - DW.

ჰამზა ბინ ლადენისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გასული წლის ნოემბერში გასცა.

2017 წლის იანვარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰამზა ბინ ლადენი ტერორისტების სიაში შეიყვანა. მისი აქტივები აშშ-ში გაყინეს, ხოლო ამ ქვეყნის მოქალაქეებს მასთან საქმიანი ურთიერთობა აეკრძალათ.

აშშ „ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერის ოსამა ბინ ლადენის შვილის, ჰამზას შესახებ ინფორმაციისთვის 1 მილიონ დოლარს გაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჰამზა ბინ ლადენი ისლამისტი ტერორისტების მთავარი ლიდერი ხდება. ბოლო წლებში მან გამოაქვეყნა აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომელშიც აშშ-ის წინააღმდეგ მოწოდებები ისმოდა, რათა ისლამისტებს შური ეძიათ დაღუპული ოსამა ბინ ლადენისთვის.

ოსამა ბინ ლადენი სპეცრაზმმა პაკისტანში 2011 წელს მოკლა.