მექსიკაში აშშ-ში გასაგზავნად გამზადებული 700კგ კოკაინი ამოიღეს

მექსიკაში აშშ-ში გასაგზავნად გამზადებული 700კგ კოკაინი ამოიღეს

მექსიკის სანაპირო დაცვამ ჩიაპასის შტატის სანაპირო წყლებში კატერი დააკავა, რომლითაც კონტრაბანდისტებს ნარკოტიკის მსხვილი პარტია გადაჰქონდათ. ამის შესახებ News1-ი წერს.

სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია 700 კილოგრამი კოკაინი და დაკავებულია ეკიპაჟის ყველა წევრი.

გამოძიების თანახმად, ნარკოტიკების მსხვილი პარტია ცენტრალური ამერიკიდან შეერთებულ შტატებში გასაგზავნად იყო შეფუთული.