ჩრდილოეთ კორეა: ჩვენ არ განვაგრძობთ დიალოგს ტრამპთან

ჩრდილოეთ კორეა: ჩვენ არ განვაგრძობთ დიალოგს ტრამპთან

ჩრდილოეთ კორეა უარყოფს დონალდ ტრამპის ნათქვამს იმის თაობაზე, რომ ფხენიანი ჰანოის არშემდგარ სამიტზე სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. ამის შესახებ BBC წერს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ფხენიანის მოთხოვნა ბირთვული კომპლექსის გამორთვის სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების ნაწილობრივი მოხსნა იყო. აშშ ირწმუნება, რომ ეს ასე არ იყო.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტს ვიეტნამის დედაქალაქმა უმასპინძლა. აუდიენცია 27-28 თებერვალს გაიმართა. ჰანოიში გამართულ სამიტზე ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი პირველად ერთმანეთს 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა  კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.