კუჩერიკასი - ხაჭოთი, ყველითა და მწვანილით ფარშირებული ბადრიჯანი

კუჩერიკასი - ხაჭოთი, ყველითა და მწვანილით ფარშირებული ბადრიჯანი

მომზადების დრო: 60 წუთი


ულუფა: 4


ინგრედიენტები


ბადრიჯანი - 4 ცალი


ხაჭო - 100 გ


ქინძი - 30 გ


კვერცხი - 1 ცალი


ყველი (მაგარი სახეობის) - 50 გ


ნიორი - 2 კბილი


კამა - 30 გ


მომზადების წესები


გაჭერით ბადრიჯანი შუაზე და მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში მარილწყალში.


ამოაცალეთ ფრთხილად რბილობი კოვზით, ისე, რომ არ დააზიანოთ კანი.


დაკეპეთ დანით რბილობი და დაუმატეთ ხაჭო, წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი, გახეხილი ყველი. ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ წმინდად დაჭრილი მწვანილი და აურიეთ.


ამოავსეთ ბადრიჯნის ნავები მიღებული გულსართით.მოათავსეთ ლითონის გამოსაცხობ ფირფიტაზე და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.