მაიკ პომპეო: ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს

მაიკ პომპეო: ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს

„ყირიმი უკრაინაა და მსოფლიოს არ ავიწყდება რუსეთის ცინიკური ტყუილები“, - განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

მაიკ პომპეოს განმარტებით, ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციით რუსეთმა საერთაშორისო წესრიგის თავდაყირა დაყენება სცადა.

2014 წლის მოვლენებზე საუბრისას, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მეზობლის მიმართ ძალის გამოყენება პატივსაცემი სახელმწიფოებისთვის შეუწყნარებელი და უპატიებელი საქციელია.

2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.