დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ვერ შეთანხმდნენ - შეხვედრა დროზე ადრე დასრულდა

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ვერ შეთანხმდნენ - შეხვედრა დროზე ადრე დასრულდა

ვიეტნამის დედაქალაქში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართა. თუმცა სამიტი დაგეგმილ დროზე ადრე დასრულდა, ორმა ლიდერმა ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ვიეტნამის დედაქალაქში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართა. თუმცა სამიტი დაგეგმილ დროზე ადრე დასრულდა, ორმა ლიდერმა ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

თეთრი სახლის პრეს-მდივნის სარა სანდერის თქმით, ორი ლიდერს შორის მოლაპარაკებები რამეზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. თუმცა სანდერსმა შეხვედრას „კარგი და კონსტრუქციული“ უწოდა, მისი თქმით, ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა „განიხილეს ბირთვული განიარაღების დაწყების სხვადასხვა გზები“ და“ მათი გუნდები მოუთმენლად ელიან მომავალ შეხვედრას“.

სამიტი დაგეგმილ დროზე ადრე დასრულდა. ერთობლივი განცხადება არ გასაჯაროვებულა, ასევე გაუქმებული იქნა საერთო ვახშამიც.

ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების გაუქმებას ითხოვდა

„მათ სურდათ სანქციები მთლიანად მოხსნილიყო, მაგრამ ამაზე ვერ შევთანხმდით“- განაცხადა ტრამპმა. ამასტან ტრამპს სჯერა რომ ბირთვული იარაღისა და რაკეტების გამოცდები აღარ იქნება. „მე მისი მჯერა და სიტყვაზე ვიჭერ.“- აღნიშნა ტრამპმა.