კანადაში მაღაზიის გამყიდველი კაცი და მისი შვილები ლატარეის მომგებიანი ბილეთის ქურდობისთვის გაასამართლეს და 3.5 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
68 წლის კაცსა და 36 წლის ქალს 7 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მის კიდევ ერთ შვილს კი 10-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მომგებიანი ბილეთის რეალურ მფლობელს კუთვნილი თანხა გადაეცა, რაც 12.5 მილიონი კანადური დოლარია. ბილეთი 2003 წელს გათამაშდა, თუმცა საეჭვო მოგების შესახებ ცნობილი 2007 წელს გახდა.