დღეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ CNN წერს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიეტნამში ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად უკვე ჩავიდა.
"ჩრდილოეთ კორეა თუ ბირთვულ განიარაღებას დათანხმდება, ისიც ასეთივე წარმატებული ქვეყანა გახდება და თან, ძალიან მალე. დემოკრატებმა უმჯობესია, შეწყვიტონ იმაზე საუბარი, როგორ უნდა ვაწარმოო მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან. ამის ნაცვლად, უმჯობესია, საკუთარ თავებს დაუსვან შეკითხვა, რატომ არ გააკეთეს ეს რვა წლის განმავლობაში“, - წერს ამერიკის პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის რიგით მეორე შეხვედრა 27-28 თებერვალს გაიმართება.
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი პირველად ერთმანეთს 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.