პაკისტანმა ორი ინდური სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ინფორმაცია პაკისტანის ხელისუფლებაში დაადასტურეს. ამის შესახებ BBC წერს.
ამავე ცნობით ერთი პილოტი გადარჩა, რომელიც პაკისტანში დააკავეს. ინციდენტი ქაშმირში მოხდა.
მანამდე ინდოეთის მთავრობის განცხადებით, მათმა ავიაციამ ქაშმირში განლაგებული, პაკისტანელი მეომრების წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელა.
1971 წლის შემდეგ ეს პირველი ავიადარტყმაა, რომელიც ქაშმირის საკონტროლო ხაზთან განხორციელდა.
პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 44 ინდოელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალურმა დელიმ თავდასხმაში პაკისტანი დაადანაშაულა. პაკისტანის მთავრობა ბრალდებას უარყოფს.