ხრაშუნა მჟავე კომბოსტო! ვიტამინების ბომბი ზამთრისთვის

ხრაშუნა მჟავე კომბოსტო! ვიტამინების ბომბი ზამთრისთვის

ასე ჩადებული კომბოსტო ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას: ფიტონციდებს, ენზიმებს და ვიტამინებს. მასში შემავალი ერთ-ერთი ვიტამინი "უ" აფერხებს წყლულების წარმოქმნას კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავზე და კურნავს კიდეც უკვე წარმოქმნილ წყლულებს. ხოლო "ც" ვიტამინი მჟავე კომბოსტოში იმაზე მეტია, ვიდრე ლიმონში!

ინგრედიენტები
კომბოსტო - 3 კგ
ჭარხალი - 1,5 კგ
მწარე წითელი წიწაკა - 1-3 ცალი
ნიორი - 2-3 კბილი
ნიახური - 2 კონა
მარილი - 3 სავსე ს/კ
შავი პილპილის მარცვალი - 10 ცალი
დაფნის ფოთოლი
მიხაკი - 3 მარცვალი

მომზადების წესები

თავდაპირველად ვამზადებთ მარილწყალს. აადუღეთ წყალი და გახსენით მასში მარილი, დაუმატეთ შავი პილპილის მარცვლები, მიხაკი, დაფნის ფოთოლი. მარილის რაოდენობა გემოვნებით არეგულირეთ. გააცივეთ მარილწყალი.

დაჭერით კომბოსტო რამდენიმე ნაწილად. ჭარხალი დაჭერით თხელ წრეებად.
გაფცქვენით ნიორი და დაჭერით, წვრილად, წიწაკა - წრეებად.

ღრმა ქვაბში ჩაალაგეთ ინგრედიენტები ფენებად. რამდენიმე ჭარხლის ნაჭერი ფსკერზე, შემდეგ კომბოსტო, შემდეგ კვლავ ჭარხალი, მერე მოაყარეთ ნიორი და დაჭრილი წიწაკა, ზემოდან მოაწყვეთ ნიახურის რამდენიმე ღერი. ასე გაავსეთ მთელი ქვაბი. ბოლო ფენა - ჭარხალია.

დაასხით ინგრედიენტებს უკვე გაცივებული მარილწყალი, იმდენი, რომ მთლიანად დაფაროს ბოსტნეული. დაახურეთ თეფში და ზემოდან რაიმე მძიმე საგანი დაადეთ. ზოგი სანაყის ქვას იყენებს. გააჩერეთ ასე ქვაბი 3 დღე. შეამოწმეთ მარილწყლის გემო, შესაძლოა, დაჭირდეს მარილის დამატება, რადგან კომბოსტო კარგად იწოვს მარილს. 3 დღის შემდეგ შედგით ქვაბი მაცივარში, მეხუთე დღეს მჟავე მზად იქნება. შეგიძლიათ დაჭრათ წვრილად, მოასხათ ზეთი და ისე მიირთვათ.