ამის შემდეგ კექსს მხოლოდ ასე მოამზადებთ! დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ინგრედიენტი

ამის შემდეგ კექსს მხოლოდ ასე მოამზადებთ! დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ინგრედიენტი

მარტივ და უგემრიელეს კექსს არ ჭირდება არც ფქვილი და არც შაქარი, შესაბამისად აბსოლუტურად უვნებელია წონისთვის.

ძალიან გემრიელი გამოვა, თუკი ცომში დაუმატებთ ოდნავ ვანილის ესენციას, ან ვანილს. ექსპერიმენტები თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა.

ინგრედიენტები

კვერცხი - 4 ცალი

ბანანი - 2 ცალი

ნებისმიერი კენკრა ან ჩირი

მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. დაჭყლიტეთ ბანანი ჩანგლით ან დააბლენდერეთ.

კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ ბანანი. წაუსვით ფორმებს ცოტაოდენი ცხიმი, ჩააგდეთ რამდენიმე ცალი კენკრა ან წვრილად დაჭრილი ჩირი.

დაასხით ბანანისა და კვერცხის მასა. შეგიძლიათ არომატისთვის დაუმატოთ ცოტაოდენი დარიჩინი.

აცხვეთ კექსები გახურებულ ღუმელში 12 წუთის განმავლობაში.