ტიმოშენკო პოროშენკოს იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

ტიმოშენკო პოროშენკოს იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იულია ტიმოშენკო მოქმედი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ მან უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.

ტიმოშენკოს განმარტებით, ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მიერ თავდაცვის სექტორიდან დიდი რაოდენობით თანხის მითვისებას ადასტურებს, იმპიჩმენტის საფუძველს იძლევა, რადგანაც პოროშენკოს ქმედებები სახელმწიფოს ღალატად შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

სკანდალური სტატია ცოტა ხნის წინ ჟურნალისტთა ჯგუფმა Bიჰუს.ინფო გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში კორუფციულ სქემაზეა საუბარი, რომელშიც სტატიის ავტორთა მტკიცებით, პრეზიდენტი პოროშენკო იყო ჩართული.

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 31 მარტს გაიმართება. თუ ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდება. უკრაინაში 2014 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 23 კანდიდატი იყო რეგისტრირებული.