ვენესუელიდან მეზობელ კოლუმბიაში 270 სამხედრო გაიქცა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
კოლუმბიის საიმიგრაციო უწყების განმარტებით, ისინი დაცვას და დახმარებას ითხოვენ.
23-24 თებერვალს ოპოზიციისა და ნიკოლას მადუროს ძალებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ბრაზილიასთან და კოლუმბიასთან საზღვრები ჩაკეტა და ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანის აკრძალვაზე ბრძანება გასცა.
ამის შემდეგ სასაზღვრო ქალაქებში არეულობა დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ვენესუელაში პოლიციასთან შეტაკებისას, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა.
23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.