ცნობილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი სადაც ყველაზე ჯანმრთელი მოსახლეობა ცხოვრობს

ცნობილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი სადაც ყველაზე ჯანმრთელი მოსახლეობა ცხოვრობს

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნდა. ყველაზე "ჯანმრთელი სახელმწიფოების" სია Bloomberg-მა შეადგინა.

ლიდერი ესპანეთი გახდა, რომელიც წინა რეიტინგის შემდეგ ხუთი ადგილით დაწინაურდა. მეორე ადგილს იტალია იკავებს, რომელიც წინა წელს პირველ ადგილზე იყო. ათეულში ისლანდია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ავსტრალია, სინგაპური, ნორვეგია და ისრაელიც მოხვდნენ.

რეიტინგი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების საფუძველზე შეადგინეს. კვლევაში სხვა და სხვა ფაქტორებს და რისკებსაც დაეყრდნენ.