არაბეთის გაერთანებული საამიროების ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი აწარმოებს მოლაპარაკებას 13 ბანკთან, ქვეყნის მოსახლეობისთვის საერთო ჯამში 98 მლნ აშშ დოლარის ვალი ჩამოაწერონ.
მთავრობის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანია, რომ გაერთანებულ ემირატებში ცხოვრების ღირსეული დონე ყველა მოქალაქეს ჰქონდეს და დაცული იყოს სოციალური სტაბილურობა.
2017 წლამდე ქვეყანაში გადასახადების დამალვა და ვალის არ დაბრუნება სისხლის სამართლის დანაშაული იყო. ახლა კანონმდებლობა შეცვალეს და ასეთ ინციდენტზე ფინანსური სანქციებია დაწესებული.