თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა სურს.
მისი თქმით, ამერიკელ კოლეგასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და თურქეთში სტუმრად ელოდება. ერდოღანმა დააზუსტა, რომ შეხვედრა მხარეებს შორის სავარაუდოდ 31 მარტის შემდეგ გაიმართება.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ საინტერესოდ ვითარდება თურქეთის ურთერთობა რუსეთთანაც.