სომხეთის მთავრობის შენობაში ხანძარი გაჩნდასომხეთი, მთავრობის შენობა, ხანძარი, გაჩბა

სომხეთის მთავრობის შენობაში ხანძარი გაჩნდასომხეთი, მთავრობის შენობა, ხანძარი, გაჩბა

სომხეთის მთავრობის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი ბოლო სართულზე ერთ-ერთ კაბინეტში ავეჯს ეკიდა.

ცეცხლის ლოკალიზება ადგილობრივი ძალებით, სახანძროს მოსვლამდე შეძლეს. ხანძარს სირთულის მიხედვით მეორე ხარისხი მიენიჭა. ხანძრის ლიკვიდაციისთვის ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ცნობით, დაიწვა კაბინეტში არსებული ავეჯი, ტექნიკა და დოკუმენტაცია.