მოხარშული ხაჭაპურები - ბებოს რეცეპტი

მოხარშული ხაჭაპურები - ბებოს რეცეპტი

ინგრედიენტები


ჭყინტი ყველი - 600 გ


ფქვილი - 1 კგ


კვერცხი - 2 ცალი


შაქარი - 20 გ


არაჟანი - 1 ჩ/ჭ


მარილი - გემოვნებით


მომზადების წესები


წყინტი ყველი ავფშვნათ, ჩჭავაზილოთ კვერცხი, ცოტა მარილი და შაქარი. ჩვეულებრივი ცომი დავჭრათ ნაჭრებად, გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ეს შეზავებული მასა და მოვუკრათ თავი.


მივიღებთ პატარა კვერებს, რომლებიც  უნდა მოვხარშოთ  მდუღარე წყალში. უკვე მოხარშული კვერი ზევით ამოტივტივდება. ამოვიღოთ ქაფქირით და  მოვასხათ არაჟანი.   ეს ხაჭაპური კარგია ცხლად.