ქალაქ ვალენსიაში, მიშლენის რესტორანში სადილის შემდეგ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 28 მოიწამლა. BBC-ის ინფორმაციით 46 წლის ქალბატონმა, მეუღლესთან და შვილთან ერთად, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში ისადილა. დაწესებულებაში სტუმრობიდან მეორე დღეს კი გარდაიცვალა.
ამ პერიოდში ესპანური ქალაქის ცნობილ რესტორან "რიფს" კიდევ 75 ადამიანი ესტუმრა, რომელთაგან 29 ვიზიტორი მოიწამლა. ამ ეტაპზე ობიექტი დაკეტილია. რესტორნის ხელმძღვანელობამ დაზარალებულებს ბოდიშის წერილი უკვე გაუგზავნა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა საკვები გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. არ არის გამორიცხული, რომ სიკვდილი სადეგუსტაციოდ მირთმეულმა კერძმა გამოიწვია. საკვების შემადგენლობა გამოძიების დასრულებამდე არ სახელდება. რესტორანი "რიფი" მიშლენის ერთი ვარსკვლავის მფლობელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ობიექტის სამზარეული და მომსახურება ძალიან მაღალი დონის არის.