იაპონიის ოლიმპიური თამაშების მინისტრმა იოშიტაკა საკურადამ, პარლამენტში სამი წუთით დაგვიანების გამო საჯარო ბოდიში მოიხადა.
BBC-ის ინფორმაციით პარლამენტის ოპოზიციური წევრების განცხადებით, მინისტრის დაგვიანება უპატივცემულობაა. პროტესტის ნიშნად, პარლამენტარეთა ნაწილმა საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ხუთსაათიანი ბოიკოტი გამოაცხადა. ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატები, საკურადას მიერ ბოლო დროს გაკეთებული წინდაუხედავი განცხადებების გამოც უკმაყოფილონი არიან.
როგორც იოშიტაკა საკურადამ წინა კვირას განაცხადა ის იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ მოცურავე რიკაკო იკეეს ლეიკემია დაუდგინდა.