კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად ავსტრალიაში მილიარდ ხეს დარგავენ

კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად ავსტრალიაში მილიარდ ხეს დარგავენ

ავსტრალიის ხელისუფლება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში მილიარდი ხის დარგვის მიზნით სპეციალურ დაფინანსებას გამოყოფს - წერს გამოცემა Techcult.

პროექტი 30 წელზეა გათვლილი და 2050 წელს დასრულდება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ატმოსფეროში გამოტყორცნილი მავნე აირების მოცულობას 18 მილიარდი ტონით შეამცირებს.

ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორის, ტომას კროუტერის შეფასებით, „ხეები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ადამიანების მთავარი მეგობრები არიან.“

მეცნიერების შეფასებით მილიარდი ხე საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა, მაგრამ დედამიწის სრულიად გაჯანსაღებისთვის ტრილიონი ხის დარგვაა საჭირო.

„ეს კარგი გადაწყვეტილებაა. თუ ავსტრალიის ინიციატივას სხვა ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ - ეს მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას შეამსუბუქებს“ - ამბობს ტომას კროუტერი.