აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავმა რუსეთის ცაზე ჩიტას გადაუფრინა. თვითმფრინავში 6 ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაცია მონიტორინგის პორტალ Plane Radar-ის Twitter-ის გვერდზე ვრცელდება. .
„ამერიკის ხმის“ განმარტებით ფრენა ღია ცის შეთანხმების ფარგლებში ჩატარდა. პენტაგონის პრესმდივანი ჯეიმს დევისი აცხადებს, რომ რომ 2017 წლის ნოემბრის შემდეგ ეს პირველი სადაზვერვო მოქმედება იყო, ეს ხანგრძლივი შესვენება კი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობით ახსნა.
ღია ცის შესახებ შეთანხმებას ხელი 1992 წელს ჰელსინკში მოეწერა. მასში ეუთოს წევრი 23 ქვეყანა მონაწილეობს. შეთანხმება მათ, ინფორმაციის შეკრების მიზნით, სადაზვერვო ფრენების საშუალებას აძლევს.