ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოზე ზეწოლა იზრდება. ბრაზილიასთან საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მიმოსვლა ნაწილობრივ შეჩერდა კოლუმბიასთან. ამის შესახებ BBC წერს.
ვენესუელას ვიცეპრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა მიკრობლოგ თწიტტერ-ზე დაწერა, რომ „საზღვრის საყოველთაო ჩაკეტვა“ ქვეყნის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარეობდა.
ვენესუელამ ჰუმანიტარული დახმარება 23 თებერვლიდან უნდა მიიღოს, თუმცა ნიკოლას მადუროს რეჟიმი დახმარების მიღებას ეწინააღმდეგება.
დაძაბულობა ნელ-ნელა პიკს აღწევს. ბრაზილიის საზღვრის მახლობლად ვენესუელას უსაფრთხოების ძალებმა ორი ადამიანი მოკლეს.
23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.