ყაზახეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

ყაზახეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

ყაზახეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ ქვეყნის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სურვილი დააკმაყოფილა.

ცოტა ხნის წინ ყაზახეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, რადგან მას ხალხის არ ესმის.

პრეზიდენტის თქმით მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყველა საჭირო სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა სისტემური მუშაობა მაინც არ დალაგებულა. ნაზარბაევს მიაჩნია, რომ მოსახელოების შემოსავლები არ გაზრდილა.