ირკუტსკში რუსეთის ძლიერებას აქლემები შესწირეს

ირკუტსკში რუსეთის ძლიერებას აქლემები შესწირეს

ირკუტსკის ქალაქ ანგარსკში რუსეთის ძლიერებას ხუთი აქლემი შესწირეს. მომხდარს ქალაქის პროკურატურა იძიებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რიტუალი ბაიკალელმა ქურუმებმა ჩაატარეს. მათ რუსეთის ძლიერებისა და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ილოცეს, რის გამოც მსხვერპლშეწირვის რიტუალზე აქლემები დაწვეს.

ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომელიც რიტუალს ასახავს, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.