სერბეთის პრემიერს ანა ბრნაბიჩსა და მის პარტნიორ ქალს მილიჩა ჯურჯიჩს, რომელთანაც ის არაოფიციალურ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაშია, ვაჟი შეეძინათ.
გავრცელებული ინფორმაციით, დედა და შვილი, რომელსაც იგორი დაარქვეს, თავს კარგად გრძნობენ.
მილიჩა ჯურჯიჩი, პროფესიით ექიმია, მან შვილი ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით გააჩინა.
სერბეთი ერთადერთი ბალკანური ქვეყანაა, სადაც მთავრობის ხელმძღვანელი ღია ლესბოსელია.
ბრნაბიჩი 43 წლისაა, განათლება მას აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტში და დიდი ბრიტანეთის ჰალის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მინისტრის პოსტზე ის 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა. სერბეთის პრემიერ-მინისტრად კი 2017 წლის ივნისში აირჩიეს.
ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც მთავრობის ლიდერს მმართველობის პერიოდში გეი პარტნიორთან შვილი ეყოლა.