ეკა ბესელიას განცხადებით, დეპუტატებმა კენჭისყრაზე საკუთარი პოზიციია გამოხატვა ვერ გაბედეს.
"ძალიან რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია, ვთქვა, მივდივარ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რა, სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა. რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედნი მოსამართლეები, მათი უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა, იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ, იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება ეს თემა, რაც გუშინ იყო კენჭისყრაზე ჩააგდეს და ასევე ამ შეფასებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, ის დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას.