თურქეთში ქურდობის გამო დაკავებული ქართველი ფეხბურთელების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. Cnnturk-ის ინფორმაციით დაკავებულები არიან გ.ბ; კ.კ; პ.მ; დ.ს; გ.მ;
შემთხვევა გუშინ ანტალიის პროვინციაში, კონიაალთის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრში მოხდა. სპორტული ტანსაცმლის მაღაზიის კონსულტანტებმა ნივთების დაკარგვის შესახებ მაღაზიის დაკეტვის შემდეგ გაიგეს და პოლიციას აცნობეს. ვიდეოკამერების ნახვის შემდეგ კი ეჭვმიტანილებიც გამოავლინეს. ფეხბურთელების დაკავება ბელექში მდებარე 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელები თურქეთში ზამთრის შეკრებაზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ.