დაიწყოს გამოძიება, თუ რამე დანაშაული მაქვს ჩადენილი, რადგან ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას

დაიწყოს გამოძიება, თუ რამე დანაშაული მაქვს ჩადენილი, რადგან ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას

მოსამართლე ლევან მურუსიძე პარლამენტში იმყოფება, სადაც ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის ინიციატივას განიხილავენ. მურუსიძემ მედიისთვის კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ ბრალდებები, რომელიც მის და მოსამართლეების მიმართ ისმის, უსაფუძვლოა.

“ადამიანს თუ რამე დანაშაული აქვს ჩადენილი ჯერ ის უნდა დაუდასტურდეს და შემდეგ გაკეთდეს დასკვნები. დაიწყოს გამოძიება, თუ რამე დანაშაული, გადაცდომა მაქვს ჩადენილი, რადგან ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას. ჩემი მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თუ მურუსიძე არის ცუდი პიროვნება, იქნებ დაიწყოს გამოძიება. არ უნდა ვიყოთ თავის მართლების რეჟიმში. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება მანამდე, სანამ დაუმტკიცდება დანაშაული.

მე იმიტომ ვარ დღეს პარლამენტში, რომ ვარ მოსამართლეთა ასოციაციიცს თავმჯდომარე. დღეს აქ საუბარია კრიტერიუმებზე. უზენაეს სასამართლოში არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, მაგრამ ვარ დაინტერესებული, შემოღებული იყოს სამართლიანი კრიტერიუმები. არის ორი სახის კრიტერიუმი – კეტილსინდისიერება და კომპეტენტურობა”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.