ბესელია, გოგიჩაიშვილი, ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებენ

ბესელია, გოგიჩაიშვილი, ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებენ

პირველი არხის ინფორმაციით, დეპუტატები ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე განცხადებას მიმდინარე კვირის ბოლომდე გააკეთებენ.

გადაწყვეტილება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების სიის წინააღმდეგ გასულ წელს გამოვიდნენ და კიდევ ექვს დეპუტატთან ერთად, „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები მოამზადეს. პროექტის მიხედვით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე უნდა შეჩერდეს.

კანონპროექტს პარლამენტში დღეს განიხილავენ, რომლის მხარდაჭერასაც მმართველი გუნდის უმრავლესობა არ აპირებს. ეკა ბესელიამ გუშინ განაცხადა, რომ კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული მისი გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას. კანოპროექტისპირველი მოსმენით მიღებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ცვლილებების მხარდაჭერას უმრავლესობის რამდენიმე და ოპოზიციონერი დეპუტატები გეგმავენ.

1tv.ge