ანრი ოხანაშვილმა ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას პასუხი არ გასცა – აქ ყველაფერი ნათელია!

ანრი ოხანაშვილმა ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას პასუხი არ გასცა – აქ ყველაფერი ნათელია!

“პირველად მახსოვს, რომ ჩინჩალაძემ გამოიყენა დუმილის უფლება, როდესაც იყო პროკურორი. დღეს დეპუტატის დასმულ კითხვაზე ბატონმა ანრი ოხანაშვილმა გამოიყენა დუმილის უფლება და ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას პასუხი არ გასცა! აქ ყველაფერი ნათელია ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა, შთამბეჭდავი გამოსვლისთვის!”, – ეს განცხადება გააკეთა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მოხსენების შემდეგ.

გოგიჩაიშვილის შემდეგ პროტესტი გამოთქვა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემაც.

“ანრი, მართლა არ მიგვიღია პასუხები. ჩვენ იუსტიციის საბჭოსთთან დაკავშირებით გვაინტერესებდა თქვენი პასუხები… არ ვიღებთ პასუხებს კითხევბზე?!”, – დასძინა გედევან ფოფხაძემ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა: “დამაზუსტებელი კითხვები არ არის გათვალისწინებული თანამომხსენებლის შემთხვევაში. გაქვთ 6 წლიანი სადეპუტატო სტაჟი და ეს უნდა გახსოვდეთ!”, – დასძინა კობახიძემ.