“ხომ ვიცით, რაც მოხდება ამ დარბაზში?!”

“ხომ ვიცით, რაც მოხდება ამ დარბაზში?!”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიას მიმართა და განაცხადა, რომ მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს როგორც კენჭისყრის დროს, ასევე, სასამართლო სისტემაში ცვლილებების განხორციელების პროცესში.

“ცვლილება, რომელსაც ახლა წარმოადგენს ქალბატონი ეკა ბეელია, არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი და ფრაქცია გაცილებით მეტს ითხოვს. ჩვენ ვიმოქმედებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდეს და საერთოდ გაუქმდეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნები, რადგან არ ვართ ამისთვის მზად, როგორც გვაჩვენა გამოცდილებამ… არც ჩვენი სახელმწიფო და მოსამართლეთა კორპუსია მზად, –  მიმართა ინაშვილმა ბესელიას.

ირმა ინაშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ წარდგენილ კანონპროექტს ჩააგდებს, რის გამოც საკუთარი პარტიის სამოქმედო გეგმაზეც საუბრობს:

“ამ ეტაპზე, აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი და მხარს გიჭერთ ქალბატონო ეკა ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში და კენჭისყრაშიც, ცხადია, მაგრამ ხომ ვიცით, რაც მოხდება ამ დარბაზში, არა? ამიტომ, ჩვენ სხვა გეზი გვაქვს კიდევ, სხვა მიმართულება, სამოქალაქო აქტივობის კუთხეს ვგულისხმობ, ამ დემოკრატიულ ბერკეტს აუცილებლად გამოვიყენებთ ” , – განაცხადა ირმა ინაშვილმა.