ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში

ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში

ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მამუკა ხაზარაძის “თიბისი ბანკიდან” წასვლის გადაწყვეტილება შეაფასა.

“მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში. ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის “თიბისი ბანკი” წარმოადგენს მნიშვნელოვან სეგმენტს, როგორც კომერციული ბანკი. ასევე ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ასე რომ, თუკი მობრძანდება ბატონი მამუკა, რა თქმა უნდა, მოვისმენთ რისი თქმა სურს, ვიმსჯელებთ და ისე გავაკეთებთ შესაბამის კომენტარებს,”– განაცხადა დავით მათიკაშვილმა.