ჩუღურეთის რაიონში, წმინდა ნიკოლოზის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

ჩუღურეთის რაიონში, წმინდა ნიკოლოზის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

ჩუღურეთის რაიონში, წმინდა ნიკოლოზის ქუჩაზე 1400 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგო.

სამუშაოების ფარგლებში, რომლისთვისაც ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან 65 000 ლარი გამოიყო, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო.

პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო.

გამგეობის დაკვეთითი, სამუშაოებს შპს „პარმა“ ასრულებს.