გია აბაშიძე:   გიორგი ქადაგიძემ ლონდონის საფონდო ბირჟას გაფუჭებული პროდუქტის სახით შეასაღა TBC...

გია აბაშიძე: გიორგი ქადაგიძემ ლონდონის საფონდო ბირჟას გაფუჭებული პროდუქტის სახით შეასაღა TBC...

გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

როგორც ჩანს, ლონდონში „თიბისი ბანკის“ მსხვილმა მეწილეებმა [სამეთვალყურეო საბჭომ] გადახედეს რა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ჩადენილ ფინანსურ ცოდვებს, მიიღეს გადაწყვეტილება ბანკის მენეჯმენტიდან გაუშვან ეს ორი პიროვნება. ამასთან, „თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას, ერთ მილიონ ლარს გადაიხდის და ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ დავას შეწყვეტს.

საინტერესოა, ბატონმა ხაზარაძემ რატომ არ გვამცნო ლონდონში მიღებული გადაწყვეტილების მეორე, გაცილებით საინტერესო პუნქტი? ის, რომ მსხვილ აქციონერებს გაუჩნდათ არაერთი სერიოზული შეკითხვა გიორგი ქადაგიძის მიმართ. სწორედ ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას მოხდა ფულის რეცხვისა და ამ ფაქტის "გაპრავების" ის მძიმე შემთხვევა და მიუხედავად ამისა, სწორედ ქადაგიძის ხელშეწყობით „თიბისი ბანკი“ მოხვდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ანუ გიორგი ქადაგიძემ ლონდონის საფონდო ბირჟას გაფუჭებული პროდუქტის სახით შეასაღა TBC...

შეკითხვები კიდევ ბევრია. ქადაგიძე ამჟამად ილიაუნიში გარკვეულ 'დვიჟენიებშია'. საკითხავია, აწი თუ ეცლება მას პედაგოგიური საქმიანობისათვის, თუკი ფულის რეცხვის ქეისით ღრმად დაინტერესდნენ ლონდონის საფონდო ბირჟის 'უსტაბაშები'?..

ცნობისათვის, თიბისი ბანკის აქციონერთა შორისაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft (DEG) და Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V. (FMO), ბანკის 57% სააქციო კაპიტალით. სხვა საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორები, როგორებიცაა J.P. Morgan Chase Bank, N.A., London Branch ("JPMorgan") და Ashmore Cayman SPC No. 2 Ltd. ("Ashmore"), საერთო ჯამში ფლობენ ბანკის აქციების 10%-ს. ორი დამფუძნებელი აქციონერი ერთად ბანკის სააქციო კაპიტალის 26%-ს ფლობს, ხოლო დანარჩენ 7%-ი მენეჯმენტს და მინორიტარულ აქციონერებს ეკუთვნით.