ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ უამინდობაა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ძლიერი ქარისა და თოვლის გამო 400 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიამ განსაკუთრებით ნიუ-ორკისა და ნიუ-ჯერსის შტატები დააზარალა.
ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უამინდობის გამო ცალკეულ უბნებში შეწყდა სწავლის პროცესიც. გადადებულია ავიარეისები. მხოლოდ ჯონ კენედის აეროპორტში გუშინ და დღეს 316 რეისი გაუქმდა.
იმატა ავტოსაგზაო შემთხვევებმაც. ნებრასკაში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სინოპტიკოსების განცხადებით, სტიქიის ზონაში რამდენიმე საათში ქარი გაძლიერდება. მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას შინ დარჩენისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.